კინოინდუსტრიაში 40 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, ჯიმ ქერი, სამსახიობო საქმიანობას ასრულებს.
,,შეიძლება მომავალში ოდესმე გავაგრძელო ეს გზა, თუმცა, ამჯერად ვფიქრობ, რომ საკმარისი გავაკეთე. ძალიან მომწონს ჩემი ამჟამინდელი მშვიდი ცხოვრება, ამიტომ მინდა შევისვენო სამსახიობო საქმიანობისგან და სულიერადაც მშვიდად ვიყო… ვიცი, რომ ამას ხშირად ვერ გაიგებთ სელებრითებისგან, მაგრამ ვგრძნობ, რომ საკმარისი მაქვს, საკმარისი გავაკეთე”, – ამბობს მსახიობი.