ცნობილი უკრაინელი მომღერალი მაქს ბარსკი უკრაინელ სამხედროებთან ერთად საკუთარი ქვეყნის დასაცავად იბრძოლებს, აღნიშნულის შესახებ მომღერალმა საგანგებო ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც განაცხადა, რომ მისთვის სამშობლოს დაცვა ყველაფერზე მეტია და მოუწოდა ყველას, რომ არ დაიხიონ უკან და თავისი მიწის დასაცავად იარაღი აიღონ ხელში.
ცნობისთვის, მომღერალმა, რუსეთში დაგეგმილი ყველა კონცერტი გააუქმა, რომლის ბიუჯეტიც ძალიან მაღალი იყო, რაც შეეხება ბილეთების თანხას, რომლებიც წინასწარ იყო გაყიდული, რუს მსმენელს არ დაუბრუნა და უკრაინის დასახმარებელ ფონდში გადარიცხა, გარდა ამისა, მომღერალმა რუსულ კინოკომპანიებს, აუკრძალა მისი კომპოზიციების გადაღების დროს გამოყენება.