მსახიობი, შერონ სთოუნი, უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან აქტიურად დგას უკრაინელი ხალხის გვერდით. ამჯერად ვარსკვლავმა „ინსტაგრამზე“ ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის უკრაინის პატივსაცემად ქვეყნის ეროვნული დროშის ფერებში შერჩეულ სანთელს ანთებს და განმარტავს, რომ უკრაინისთვის ლოცულობს.
„მე ვანთებ სანთელს უკრაინელი ხალხისა და პრეზიდენტის სახელზე, მინდა იცოდეთ, მიყვარხართ, ჩვენ გვტკივა თქვენი დანაკარგი“, – ამბობს სთოუნი.