უკრაინაში ომის გამო, კონცერნმა Coty-მ რუსეთის ბაზრიდან გასვლის შესახებ გამოაცხადა.
კონცერნი ფლობს ბრენდებს Calvin Klein, Gucci, Hugo Boss, Burberry, Miu Miu, Tiffany & Co, Max Factor, Lacoste და სხვა.
Coty-ის წარმომადგენელმა როიტერს განუცხადა, რომ 2021 წელს რუსულ ბაზარზე გაყიდვების 3% შედიოდა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში შეჭრისა და ფართომასშტაბური ომის დაწყებიდან 750-ზე მეტმა უცხოურმა კომპანიამ უკვე დატოვა რუსული ბაზარი.