2022 წლის 10-16 ივლისს , მესტიაში, სვანეთის საერთაშორისო ფილმების ფესტივალის მეორე გამოშვება ჩატარდება, რომელიც მსოფლიო კინოფესტივალების განუყოფელი ნაწილი გახდა. კინოფესტივალის დამფუძნებელია რეჟისორი მარიამ ხაჭვანი და თეიმურაზ ჩხვიმიანი.
კომპანია: სვანეთის კინოსტუდია
ფესტივალის მხარდამჭერები არიან ; საქართველოს კულტურის,სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, ,ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სასტუმრო “ფოსტა”,“თელიანი ველი“, მესტიის მუნიციპალიტეტი და ფრანგული ინსტიტუტი.
ფესტივალის მეორე გამოშვება სტუმრების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მოწვეულნი არიან კანის კინოფესტივალის ოთხი წარმომადგენელი, ბერლინალეს კინოფესტივალის ორი წარმომადგენელი, სანდესის, ტალინის, გეტებორგის , ლოკარნოსა და სხვადასხვა A კლასის კინოფესტივალის წარმომადგენლები.
2022 წლის ფესტივალზე გვეწვევიან შემდეგი სტუმრები ;
1- ვიმ ვანაკერი – კანის საერთაშორისო კინოფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ოფიციალური კონკურსის შესარჩევი კომიტეტის წევრი.
იგი First Cut Lab-ის სარედაქციო კონსულტანტად მუშაობს. ასევე, არის სცენარის კონსულტანტი, კრეატიული მრჩეველი, პროგრამისტი, დამრიგებელი და მოწვეული სპიკერი მრავალი სემინარის, კინოფესტივალისა და პროექტის განვითარებისა.
2- ქრისტოფერ ლეპარკი -კანის კინოფესტივალის Director’s Fortnight სექციის გენერალური მდივანია. ასევე, LUX-ის სელექციის პანელის წევრი. 2011 წლიდან დღემდე მონაწილეობას იღებს ფესტივალების ორგანიზებასა და სელექციაში. 2008 წლიდან მუშაობს ახალგაზრდა რეჟისორთა აღმოსაჩენად. ი ასევე, არის “სინემედი”ს (ხმელთაშუაზღვისპირეთის კინოფესტივალი მონპელიეში) დირექტორი.
3- ალიონა შუმაკოვა – პროდიუსერი, კანის საერთაშორისო კინოფესტივალის Directors fortnight პროგრამერი
4- კარმენ გრეი – ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალისა და ვინტერტურის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის შესარჩევი კომიტეტის წევრი, თავისუფალი ხელოვნების ჟურნალისტი, ფოკუსირებულია აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაზე, The New York Times-ისთვის, Criterion, The Guardian, The Observer, Sight & Sound, Screen International და Art Review და სხვა.
არის Open City Docs-ის პროგრამის მრჩეველი.ასევე,მუშაობს ინდუსტრიის მრჩეველად First Cut Lab-ში
5- მარტა ბალაგა- ყველაზე ცნობილი კინო პლატფორმების ჟურნალისტი Cineuropa, Hollywood Reporter & Variety-ში ,იგი გახლავთ ფინეთის კრიტიკოსთა ასოციაციის SARV-ის, კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის FIPRESCI-სა და ევროპის კინოაკადემიის წევრი, იგი შეუერთდა კომიტეტს,რომელიც წყვეტს ნომინაციებს ევროპული აღმოჩენა 2019, 2020 და 2021 – Prix FIPRESCI. იგი მიწვეული იყო ჟიურის წევრად ვენეციის საერთაშორისო კინოკრიტიკოსთა კვირეული ვენეციის კინოფესტივალზე 2019 წელს.
6- ედვინას პუტსკა – ჟურნალისტი, ტალინის კინოფესტივალის პროგრამერი ,ევროპული კინოაკადემიის FIPRESCI წევრი, ფესტივალებ-ზე მოგზაური, მოხალისე და რეპორტიორი , იგი გახლდათ მოკლე და სრულმეტრაჟიანი ფილმების ჟიურის წევრი კანში, ბერლინში, ბუსანში , ვარშავაში, ვროცლავში, ლოძში, ბუქარესტში, ტალინში, მინსკში, მალატიაში, პილსენსა და ვარნაში და ა.შ.
7- ფრედი ოლსონი- გეტებორგის კინოფესტივალის პროგრამერი .
8- სამეჰ ალა- რეჟისორი , მისმა მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა“მეშინია შენი სახე არ დამავიწყდეს“ მიიღო ოქროს პალმის რტო კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე 2021 წელს, აღნიშნული ფილმი ასევე დაჯილდოვდა ქალღმერთი დალსი პრიზით სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალზე.
აღნიშნულ სტუმრებს დაემატება 7 ადამიანი და საბოლოო სია 30 მაისს გახდება ცნობილი.
სვანეთის საერთასორისო ფილმების ფესტივალი უმასპინძლებს ოთხმოცამდე კინოხელოვანს, წარმატებულ კინემატოგრაფისტებსა და დამწყებ რეჟისორებს. კინოფესტივალი გაიხსნება 10 ივლისს და დაიხურება 16 ივლისს.
• ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსი. სადაც საბოლოოდ ოცი მოკლემეტრაჟიანი ფილმი შეირჩევა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფილმების მიღება, ფილმების გამოგზავნის ბოლო დღე არის 30 მაისი.
-საუკეთესო მოკლემეტრაჟიან ფილმს გადაეცემა ქალღმერთი დალის პრიზი.
-ასევე ჟიური გამოავლენს საუკეთესო ოპერატორის და საუკეთესო რეჟისორის ფილმებსაც.
• ფესტივალზე ფიჩინგ ფორუმისთვის შეირჩევა 10 სრულმეტრაჟიანი მხატრული ფილმის პროექტი, საუკეთესო პრეზენტაციის ავტორებს გადაეცემა ფულადი პრიზები. პროექტების გამოგზავნის ბოლო დღე არის 30 მაისი.
ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება;
• პრესკონფერენცია
• ვორქშოფები
• მასტერკლასები
• ინდივიდუალური შეხვედრები
• გარე და დახურული ჩვენებები
• გრანდიუზული გახსნის და დახურვის ცერემონია
• ჩვენებების შემდეგ მოეწყობა Q & A
ფესტივალზე დასწერება შეუძლია აკრედიტირებულ პირებს, ხოლო მოქალაქეებს შეუძლიათ ბილეთები შეიძინონ.