დღეს, 24 ივლისს ამერიკელი სუპერვარსკვლავი, მომღერალი და მსახიობი ჯენიფერ ლოპესი 53 წლის გახდა.
ვარსკვლავი ხშირად აღნიშნავს, რომ კატეგორიული წინააღმდეგია ალკოჰოლისა და სიგარეტის, ის მაქსიმალურად ცდილობს არაჯანსაღი საკვები იშვიათად მიიღოს და არ მიირთვას კოფეინის შემცველი სასმელები, რომლებიც, მისი თქმით, კანის ნაადრევ დაბერებას უწყობს ხელს.
“ბრწყინვალება ეს ის არის, რაც გარედან ჩანს, თუმცა შიგნიდან მოდის. ადრეულ ასაკში ვიყენებდი სახის მოვლის ძვირადღირებულ საშუალებებს, თუმცა ერთ რამეს მივხვდი, საკუთარი თავის მოვლა სხეულის მოვლიდან იწყება, აუცილებელია დაკავდეთ ფიზიკური აქტივობით, მიირთვათ ჯანსაღი საკვები და სვათ ბევრი წყალი. ეს არის ცხოვრების წესი, რაც სულიერ, გონებრივ, ემოციურ და ფიზიკურ სიამოვნებას გგვრის”, – ამბობს მომღერალი.