მომღერალი მეგი გოგიტიძე მოსკოვში მორიგ კონვერტს გამართავს. საიტი rockgig.net აფიშას აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ გოგიტიძის სოლო კონცერტი 9 ნოემბერს მოსკოვში, კლუბ „ურბანში“ გაიმართება.
კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 1300 რუსული რუბლია, რაც 21 დოლარის ეკვივალენტია.
ცნობილია, რომ კონცერტზე მეგი გოგიტიძე მსმენელისთვის სიმღერებს ქართულ და რუსულ ენებზე შეასრულებს.