მოდის ინდუსტრიის ამომავალი ვარსკვლავი მატილდა გვარლიანი 2022 წელს მაღალი მოდის ისეთი ბრენდების გაზაფხული/ზაფხულის კოლექციების ჩვენებებზე გამოვიდა, როგორებიცაა: Fendi, Dolce&Gabbana, Chanel, Ralph Lauren, Louis Vuitton და სხვები.
ამასთან, მატილდა გახდა პირველი ქართველი მოდელი, რომელიც Zara-ს ახალი კამპანიის ფარგლებში ლეგენდარული ფოტოგრაფის სტივენ მეისელის ობიექტივში მოექცა.
მოდის ინდუსტრიის ამომავალი ვარსკვლავი სეზონის ბოლოს Models.com-მა ტოპ ახალბედასახეებს შორის დაასახელა.
ამჯერად მატილდა “Vogue ნიდერლანდები”-ის 2022 წლის დეკემბრის ნომრის გარეკანზეა.
სტილისტი: @nancysteemanstyling
თმის სტილი & Makeup არტისტი @magdalenaloza
პროდიუსერი: @leahzonnevel
ინფორმაციას okmagazine ავრცელებს