ქაბულში ქალის ტანსაცმლის მაღაზიებს თალიბანი მანეკენებისთვის თავების დაფარვას აიძულებს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდაპირველად, თალიბანის წვერებს, მაღაზიებში მანეკენების უთავოდ განთავსება სურდათ.
ორი წლის წინ, როდესაც ავღანეთის ხელისუფლებაში თალიბანი მოვიდა, სათნოებისა და ცოდვის სამინისტრომ განკარგულება გასცა, რომ ტანსაცმლის მაღაზიებიდან მანეკენები ან მთლიანად გაეტანათ, ან თავის გარეშე განეთავსებინათ.
გადაწყვეტილება ისლამური კანონის მკაცრ ინტერპრეტაციაზეა დამყარებული, რომელიც ქანდაკებებსა და ადამიანის ფორმის გამოსახულებებს კრძალავს იმ მიზნით, რომ ადამიანებმა მათ, როგორც კერპებს, თაყვანი არ სცენ.