ჟიზელ ბიუნდჰენი, ქმართან დაშორების შემდეგ, სუპერმოდელის კარიერას დაუბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა People ავრცელებს.
მოდის ინდუსტრიის 42 წლის ვარსკვლავი, მაიამის ახლოს, ფოტოგადაღებაზე გამოჩნდა, სადაც „ვერსაჩეს“ მეტალის იასამნისფერი ზედა ეცვა.
სამი შვილის დედამ თავისი კარიერა რამდენიმე წლის წინ შეაჩერა, რათა მეუღლესთან ერთად ბავშვების აღზრდაში ბოლომდე ჩართულიყო.
პაუზის აღებამდე ბიუნდჰენი 14 წლის განმავლობაში 2002-2016 წლებში, ყოველ წელს, ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელად სახელდებოდა.
როგორც ჩანს, მეუღლესთან დაშორების შემდეგ ჟიზელი საქმიანობას დაუბრუნდა, რადგან 2023 წელს ლუი ვიტონთან კონტრაქტი ახალ კამპანიაზე გააფორმა.