ნი­დერ­ლან­დებ­ში სი­ლა­მაზის კონკურსში ტრანსგენდერმა გაიმარჯვა

ნანახია: 2,665 ნი­დერ­ლან­დებ­ში სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ტრანსგენ­დე­რი გახ­და. რიკი ვა­ლე­რი კო­უ­ლი 22 წლის ტრანსგენ­დე­რი ქა­ლია, რო­მელ­მაც “მის სამ­ყა­რო ნი­დერ­ლან­დე­ბის“ კონ­კურ­სში გა­ი­მარ­ჯვა. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ წელს ის თა­ვი­სი ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იქ­ნე­ბა “მის სამ­ყა­როს” კონ­კურ­სზე და სხვა ქვეყ­ნე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ გო­გო­ნებ­თან ერ­თად, გა­მარ­ჯვე­ბის მო­პო­ვე­ბას შე­ეც­დე­ბა. სი­ლა­მა­ზის დე­დოფ­ლის გვირ­გვი­ნი გა­მარ­ჯვე­ბულს წინა წლის ტრი­უმ­ფა­ტორ­მა, ონა მუ­დიმ გა­დას­ცა. “მე ეს შევ­ძე­ლი. არა­რე­ა­ლუ­რია, მაგ­რამ ახლა შე­მიძ­ლია ჩემს თავს მის ნი­დერ­ლან­დე­ბი 2023 ვუ­წო­დო“, – წერს “ინ­სტაგ­რამ­ზე” გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი. “მის სამ­ყა­რო 2023“ სალ­ვა­დორ­ში დე­კემ­ბერ­ში გა­ი­მარ­თე­ბა და გო­გო­ნე­ბი 24 ქვეყ­ნი­დან მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. “მის სამ­ყა­როს“ კონ­კურ­სზე პირ­ვე­ლად ტრან­გენ­დე­რი კონ­კურ­სან­ტი 2018 წელს მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ის იყო ეს­პა­ნე­თის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ან­ხე­ლა პინ­სი. ამ­ჟა­მად კი ეს უკვე მე­ო­რე შემ­თხვე­ვა იქ­ნე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ნი­დერ­ლან­დებს, ად­გი­ლობ­რი­ვი მას­შტა­ბით სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ტრანსგენ­დე­რი პირ­ვე­ლად გახ­და. სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სებ­ზე ტრანსგენ­დერე­ბი 2012 წლი­დან და­უშ­ვეს.

სრულად