სიცხის დროს უმჯობესია თავი ავარიდოთ დამუშავებული საკვების, რძის პროდუქტებისა და ცილოვან-ნახშირწყლოვანი გარემოს მქონე საჭმლის გამოყენებას.
ეს არის რძე, კეფირი, იოგურტები ტკბილ დანამატებზე დაფუძნებული. ის პროდუქტები, რომლებშიც ტკბილი მეტადაა დამატებული, უფრო ნაკლებად ინახება, ამიტომ ჯობია ასეთი დესერტები იყიდოთ მცირე რაოდენობით და სწრაფად მიირთვათ.
არ იყიდოთ კვერცხის, ძეხვის და მაიონეზის შემცველი სალათები. ამ საკვებში ბაქტერიები სწრაფად მრავლდებიან. თუ ასეთ სალათს თავად მოამზადებთ, დიდხანს ნუ შეინახავთ, ეცადეთ იმავე დღეს მიირთვათ.
სიცხის დროს სალათებში დამატებულ ბოსტნეულში კი სწრაფად იწყება გახრწნის პროცესი.
ძალიან ფრთხილად უნდა შევარჩიოთ ნახევარფაბრიკატები – ძეხვეული, თევზის პროდუქტები,ხორცი. ასევე უმჯობესია გამოვრიცხოთ მზა კერძების გამოყენება ქუჩა-რესტორანული კულინარიის კატეგორიიდან.
სიცხეში საზიანოა შაქრიანი სასმელების დალევა. ისინი არ აღადგენს წყლის ბალანსს და შეიცავს უამრავ კალორიას, რომელიც ცუდად მოქმედებს ფიგურაზე.
წყარო: mkurnali.ge