Black Sea Arena აქვეყნებს რეკომენდაციებს მათთვის, ვინც თბილისში ჯგუფის Imagine Dragons კონცერტს დაესწრება. რჩევებს უცვლელად გთავაზობთ.
„1. ნუ წახვალთ კონცერტზე საკუთარი ავტომობილით. ამ დროს დიდი შანსია, რომ დაუსრულებელ საცობში მოჰყვეთ, მანქანის სტადიონთან ახლოს დაპარკინგება ვერ მოახერხოთ ან სხვა პრობლემის წინაშე აღმოჩნდეთ. ასეთ შემთხვევაში საუკეთესო გადაწყვეტილებაა სქროლი, ქარი ან ველოსიპედი. ამ ტრანსპორტებით სტადიონთან სწრაფად, და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მარტივად მისვლას შეძლებთ. თან ამ დღესთან დაკავშირებით Starring Georgia-სთან პარტნიორობის ფარგლებში Scroll / Qari, თიბისი ვიზა ბარათით გადახდისას 50% ქეშბექს მომენტალურად დაგიბრუნებთ უკან.
2. ნუ დაელოდებით Imagine Dragons-ის სცენაზე დადგომის დროს სტადიონზე მისასვლელად. კარები კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე იღება და თქვენც აუცილებლად ადრე მიდით. ორგანიზატორები სტადიონის ტერიტორიაზე არაერთ გასართობ აქტივობას გეგმავენ და უმჯობესია, შიდა სივრცეში, სასიამოვნოდ გაატაროთ რამდენიმე საათი, ვიდრე საოცნებო კონცერტზე დაგაგვიანდეთ.
3. სტადიონზე შესვლის დროს ნუ მიხვალთ პირველივე გეითთან. წინასწარ ნახეთ ბილეთზე, რომელ გეითთან არის ახლოს თქვენი ადგილი და სწორედ იმ შესასვლელით ისარგებლეთ. ასე დიდ რიგში ტყუილად დგომისგანაც დაიზღვევთ თავს და თქვენს ადგილსაც უფრო მარტივად მიუახლოვდებით.
4. ნუ წაიღებთ აკრძალულ ნივთებს. მათ კონცერტზე შეტანას მაინც ვერ შეძლებთ და ლოქერებში შენახვა დამატებით დროს, ენერგიას და რიგში დგომას მოითხოვს თქვენგან. ამ ყველაფერმა შეიძლება გარკვეული დროით შეგაფერხოთ, ეს კი საოცნებო კონცერტს ნამდვილად არ შეეფერება. აკრძალული ნივთების სრული სია ნახეთ ლინკზე.
5. ჩაიცვით კომფორტულად. წინასწარ შეამოწმეთ ამინდის პროგნოზი და მოსალოდნელი ამინდის მიხედვით ჩაიცვით. ნუ ჩაიცვამთ არაკომფორტულ ტანსაცმელს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ფეხსაცმელი უნდა იყოს მაქსიმალურად კომფორტული, რადგან რამდენიმე საათის განმავლობაში დგომა, ცეკვა და აქტიურად ყოფნა მოგიწევთ.
6. დალიეთ ბევრი წყალი. მასშტაბური კონცერტისთვის ადამიანი უნდა მოემზადოს როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად. ფიზიკურად მომზადებაში კი საჭირო რაოდენობით წყლის მიღებაა მნიშვნელოვანი. თქვენი სხეული ზღვა ემოციასა და ენერგიას გასცემს და ამის შედეგად მისი გამოფიტვა არ უნდა მოხდეს.
7. არ დაგავიწყდეთ სმარტფონის კარგად დატენვა. საერთო ჯამში კონცერტზე არც თუ ისე მცირე ხნით მოგიწევთ ყოფნა, თან უამრავ ფოტოსა და ვიდეოს გადაიღებთ. ამიტომ ბოლომდე დატენეთ ტელეფონი. აქვე გახსოვდეთ, რომ ფოტოები და ვიდეოები მნიშვნელოვანია, მაგრამ მთელ კონცერტს ეკრანს მიღმა ნუ უყურებთ. დატკბით ცოცხალი შესრულებით და დაიმუხტეთ დადებითი ენერგიით.
8. და ყველაზე მთავარი – ისიამოვნეთ მომენტით. ეს ხომ თქვენი საყვარელი შემსრულებლის კონცერტია. შეიგრძენით მუსიკა, მისი თითოეული ნოტი და დაიმუხტეთ ენერგიით. თქვენ ზღვა ენერგიის ნაწილი ხართ. იცეკვეთ და დატკბით ამ მომენტით“, – აღნიშნულია BSA-ს რეკომენდაციებში.
Imagine Dragons-ის კონცერტი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 31 აგვისტოს გაიმართება. კონცერტზე დასასწრები ათასობით ბილეთი 7 საათში გაიყიდა.