ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი “გუჩის” სათვალეების კამპანიაში გამოჩნდა. 22 წლის მოდელს წარმატებული სამოდელო კარიერა აქვს და არაერთი ცნობილი ბრენდის სახეა.
მატილდას განსხვავებულ და განსაკუთრებულ გარეგნობას ბევრი უსვამს ხაზს, მისი არაორდინარული სილამაზე კი ყოველთვის იქცევს გარშემომყოფთა ყურადღებას. როგორც თავად ამბობს, გაყოფილი კბილები ერთ დროს მას აკომპლექსებდა, მაგრამ ახლა თვლის, რომ სწორედ არასტანდარტული სახე გახდა მისი წარმატების ერთ-ერთი მიზეზი და ის სხვადასხვა დროს ისეთ დიდ ბრენდებთან თანამშრომლობდა, როგორებიცაა: Valentino, Fendi, Nafnaf, Dolce & Gabbana და სხვა.
გასულ წელს კი ნიდერლანდური Vogue-ს გარეკანსაც ამშვენებდა.
ამჯერად კი ქართველი ვარსკვლავის, მატილდა გვარლიანის ფოტოს Gucci აქვეყნებს. ის ბრენდის სათვალეების 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციისთვის გადაიღეს.