MTV-მ წლის საუკეთესო მუსიკალური ვიდეორგოლები დაასახელა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, Video Music Awards-ის დაჯილდოების ცერემონია ნიუ-ჯერსიში გაიმართა. საღამოს ტრიუმფატორი კი ტეილორ სვიფტი გახდა, რომელმაც 9 კატეგორიაში გაიმარჯვა, მათ შორის „წლის ვიდეო“, „წლის სიმღერა“, „წლის შემსრულებელი“ და ა.შ.
პრიზი „საუკეთესო პოპ შესრულებისთვის“ კი სვიფტს ლეგენდარული ჯგუფის ‘NSync ხუთივე წევრმა გადასცა, რომლებიც ერთად სცენაზე მრავალწლიანი პაუზის შემდეგ პირველად გამოჩნდნენ.
ნომინაციაში „საუკეთესო ახალი შემსრულებელი“ Ice Spice-მა გაიმარჯვა, საუკეთესო ჯგუფი კი BLACKPINK-ი გახდა. ჰიპ-ჰოპის სტილში საუკეთესო ვიდეოდ Nicki Minaj-ის კომპოზიცია Super Freaky Girl დასახელდა, საუკეთესო როკ-ვიდეოს ნომინაციაში კი Måneskin-ის THE LONELIEST-მა გაიმარჯვა. სპეციალური ჯილდოები კარიერაში მიღწევებისთვის გადაეცათ შაკირას და Diddy-ს.
საღამოზე თავისი სიმღერები შეასრულეს: დემი ლოვატომ, შაკირამ, ოლივია როდრიგომ, Cardi B-მ, Diddy-მ, Lil Wayne-მა, Doja Cat-მა და ჯგუფმა Fall Out Boy.