ცნობილი როკ-ჯგუფის System of a Down-ის ფრონტმენმა სერჟ თანკიანმა მემუარები დაწერა. ამის შესახებ Kerrang-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მუსიკოსის და პოლიტიკური აქტივისტის ცხოვრების შესახებ დაწერილი წიგნი Down With The System („ძირს სისტემა“) 2024 წლის 14 მაისს გამოვა. ის აღწერს როგორც SOAD-ის ისტორიას, ასევე ტანკიანის პოლიტიკურ აქტივიზმს და მის სულიერ მოგზაურობას „სიბნელიდან სინათლემდე“.
„დიდი სიამოვნება მივიღე ამ შემთხვევით შექმნილ ფილოსოფიურ მემუარებზე მუშაობით. ამან უნიკალური შესაძლებლობა მომცა ჩავუღრმავდე ჩემი ოჯახის ისტორიას, ჩემს მოტივებს და გაკვეთილებს, რომლებიც არც კი ვიცოდი, რომ ვისწავლე“, – ამბობს თანკიანი.