საფრანგეთში, პარიზში, ფეხბურთის სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება შედგა – სასტუმრო “შატლემ” “ოქროს ბურთის” გადაცემის ცერემონიალს უმასპინძლა.
ამ გრანდიოზულ მოვლენას არც ქართველი ვარსკვლავი, ფეხბურთის ახალგაზრდა პრინცი ხვიჩა კვარაცხელია და მისი მეუღლე, ნიცა თავაძე დაკლებია. ახალგაზრდა წყვილი მსოფლიო მედიის და არამარტო მათი, ყურადღების ცენტრში მოექცა.
წითელ ხალიჩაზე, დაძაბული კვარას მოძრაობა, მეუღლის დეკოლტე, რომელშიც ნიცა როგორც ჩანს არცთუისე კომფორტულად გრძნობდა თავს, ჟურნალისტებს შეუმჩნეველი არ დარჩენილა, თუმცა ხვიჩას და ნიცას სისადავე და უბრალოება ყველასთვის თვალშისაცემი იყო და შექებაც კი დაიმსახურეს.
ფეხბურთელების უმრავლესობას, თუ სხვადასხვა ბრენდის სამოსი ეცვათ, ხვიჩამ უბრალოება ამჯობინა და უბრალოდ დახვეწილი კოსტიუმი მოირგო. რაც შეეხება, მის მეუღლეს, მას Alex Perry-ის შავი სადა კაბა ეცვა, რომლის ღირებულებაც 3 ათასი ევროა.
შეიძლება ითქვას, რომ წყვილმა ყოვეკგვარი პომპეზურობის გარეშე მოახერხეს, რომ იდეალურად წარმდგარიყვნენ ათასობით მაყურებლისა და გულშემატკივრის წინაშე.