„პოპის დედოფლად“ წოდებული ამერიკელი მომღერალი და მსახიობი შერი კარიერის განმავლობაში გამუდმებით იცვლიდა როგორც სასცენო იმიჯს, ასევე ჩაცმის სტილს, რამაც „მოდის აიქონის” წოდება არაერთხელ მოაპოვებინა, მას კარიერის განმავლობაში აქვს მიღებული ისეთი ჯილდოები და პრიზები, როგორებიცაა კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო, გრემი, ემი, ოქროს გლობუსი, ჰოლივუდის დიდების ხეივანში გახსნილია მისი სახელობის ვარსკვლავი.
შერი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ დაასახელა საკულტო სტილის მქონე ვარსკვლავად.
ვნახოთ, რას ფიქრობს თავად შერი მისი ახალი წოდებისა და ზოგადად მოდის ინდუსტრიის შესახებ.
_ თქვენი კარიერა და პროფესიული საქმიანობაყველასათვის ცნობილია, თითქმის ყველამ იცის ვინხართ და რა შეგიქმნიათ, თუმცა, ბოლო რამდენიმეწელია თქვენ სტატუსი არა როგორც მომღერალმა, არამედ როგორც „სტილის აიქონმა”, ისე მოიპოვეთ. გაქვთ რაიმე დასამახსოვრებელი ჩაცმულობა, რომელსაც განსაკუთრებულად გამოარჩევდით?
_ ალბათ, გამოავრჩევდი 1974 წლის “მეტ გალას”. ჩემი გამჭვირვალე კაბით გამოჩენა ბევრი ადამიანისთვის დაუჯერებელი იყოს. მახსოვს, ჯეინ ფონდამ მითხრა, არ მჯერა, რომ ეს შენ ხარო. რაღაც მხრივ, ეს აკადემიის გამო გავაკეთე, ისინი სერიოზულად არ მიღებდნენ ჩაცმულობის გამო, თითქოს არ მაინტერესებდა იქ ყოფნა.
_ თქვენ ახლაც შესანიშნავად გამოიყურებით, დადიხართ თუ არა სპორტდარბაზში?
_ მე ყოველთვის ვვარჯიშობდი. ბავშვობაში ყველა“ქალაბიჭას” მეძახდა, რადგან გოგონებთან ერთად ბარბებით თამაშის ნაცვლად სპორტული აქტივობებით ვიყავი ყოველთვის დაკავებული. როდესაც Sonny-ის შევხვდი, ვთამაშობდი ბეისბოლის გუნდში, მან მითხრა, რომ ასაკით უკვე ძალიან დიდი ვიყავი ამისთვის.
_ იმ ფილმებს თუ უყურებთ ხოლმე, რომლებშიც თავადგაქვთ მონაწილეობა მიღებული?
_ არა, არასდროს. არ მომწონს საკუთარი თავის ყურება, უფროსწორად, არ მაღელვებს.
_ იყო თუ არა თქვენი როლებიდან სამოსი, რომელიც სახლში რომ წამოგეღოთ, დღესაც სიამოვმებით ჩაიცვამდით?
_ ნეტავ, ყველაფერი წამომეღო. მე მაქვსფეხსაცმელები, რომლითაც გადმოვედი მანქანიდანფილმ Moonstruck-ში (ვისაც ნანახი აქვს ეს ფილმი, მიხვდება, რომელ სცენაზეც მაქვს საუბარი), შევინახე ასევე კაბა და ქურთუკი. ჩემთვის ძალიან სიმბოლურია ტანსაცმელი, რომლითაც ერთ დროს რომელიმე ფილმში გამოვჩნდი. მაგალითად ფილმ Witches-ის გადაღებებზე სახლიდან პირიქით მე მიმქონდა ჩემი ტანსაცმელი.
_ ბოლოს რას უყურეთ, რაც ძალიან შთამაგონებელი იყოდა მოგეწონათ?
_ რამდენიმე დღის წინ მე და ჩემი ვაჟი ვუყურებდით ფილმს Licorice Pizza-ს, რომელიც ჩემი მეგობრის გარის ცხოვრების შესახებ არის გადაღებული. ფილმში გამოყენებული იყო ჩემი და Sonny-ის სიმღერა ButYou’re Mine, არ ვიცი სცენარისტებმა და რეჟისორმა საიდან ამოქექეს ეს სიმღერა, თუმცა, სიუჟეტს იდეალურად მოუხდა ეს ყველაფერი. გაოგნებული ვიყავი, პირველ რიგში ჩვენი სიმღერის ამ ფილმში მოსმენით, შემდეგ კი იდეალური შეხამებით.
_ რამდენად ხშირად იყენებთ სოციალურ მედიას და როგორ უმკლავდებით იმ ნეგატიურ გარემოს, რომელიც სოციალურ ქსელებშია?
_ ძალიან რთულია ამ თემაზე საუბარი. იყო დრო, როდესაც ვიღებდი შეტყობინებებს, სადაც მოკვლით მემუქრებოდნენ. მე არ მჭირდება ჩემს სოციალურ ქსელებში ისეთი ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ნეგატიურ ინფორმაციას ავრცელებენ. მე ვეხმაურები ისეთ ხალხს, რომელსაც ჩემი წარმატება აინტერესებს, ან რჩევა სჭირდებათ თუნდაც კარიერული თვალსაზრისით.
_ გაინტერესებთ თუ არა პოლიტიკა და რომელიმეპოლიტიკოსის მიმართ თუ ხართ დადებითად განწყობილი?
_ ძალიან მომწონს ჯო ბაიდენი, მე მას დიდი ხანია ვიცნობ და ვიცი, როგორი ადამიანია. ის იმაზე უფროეფექტური და მშრომელი პრეზიდენტია, ვიდრე ამასპრესა გვაჩვენებს. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ჯო ჩემი მეგობარი, იმიტომ ვამბობ, რომ ნამდვილად კარგი პრეზიდენტია. ასევე ძალიან მომწონს ჰილარი კლინტონი და არ მანაღვლებს ხალხი რას იტყვის ამის შესახებ.
_ რომელი სიმბოლოთი, „სმაილით” ან „ემოჯით” აღწერთ თქვენს თავს?
_ ლურჯი კრისტალის.
_ რატომ მაინცდამაინც ლურჯი კრისტალის?
_ იმიტომ, რომ შინაგანად ძალიან ღრმა ადამიანი ვარ, თითქოს არავინ იცის რეალურად როგორი ვარ. როდესაც მასში ჩაიხედავ, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია ადამიანზე ვინც მასში იხედება, ამასხედავს.
_ ყველამ იცის, რომ თქვენ ხართ ჩართული აქტივობებში, რომლებიც ცხოველთა უფლებების დაცვასთან და მათ გადარჩენასთანაა დამოკიდებული. რომელია თქვენი საყვარელი ცხოველი?
_ სპილო. მე სპილოების გადასარჩენად მიბრძვია და ამიტომ. მათზე ბევრი რამ ვიცი, ისინი ჩვენ გვგვანან, უბრალოდ ოდნავ უკეთესები არიან.
_ რა რჩევას მისცემდი საკუთარ თავს 19 წლის რომ იყო?
_ რჩევას, რომელსაც ახლაც ვიყენებ: „იყავი გულწრფელი, პატიოსანი, იმიტომ რომ წინ ყველაფერი ცუდად დაგხვდება თუ ადამიანებს სამართლიანად არმოექეცი. სხვებს ვურჩევდი იმას, რომ შეწყვიტონ იმ მოგზაურობებისთვის ფულის შეგროვება, რომელშიც ათი წლის შემდეგ უნდა წავიდნენ. ახლავე მიიღონ სიამოვნება, ამ წამსვე დატკბნენ ცხოვრებით.
_ რჩევა, რომელიც სხვამ მოგცათ და დღემდე იყენებთ.
_ დედაჩემა ერთხელ მითხრა: „დაფიქრდი და ჰკითხესაკუთარ თავს, რაზეც ნერვიულობ ხუთი წლის შემდეგმნიშვნელოვანი იქნება? თუ არა, მაშინ სულ ტყუილადნერვიულობ”.
მასალა გამოქვეყნებულია საიტზე okmagzine.ge