რაიან გოსლინგმა და ფილმ „ბარბის“ საუნდტრეკის პროდიუსერმა მარკ რონსონმა საერთო მინი-ალბომი გამოუშვეს, სახელწოდებით Ken The EP, – ამის შესახებ Variety წერს.
ჩანაწერში შესულია გოსლინგის გმირის, კენის მიერ ფილმში შესრულებული კომპოზიციის I’m Just Ken რამდენიმე ვერსია. EP-ში ოთხი ტრეკი შევიდა: ორიგინალური კომპოზიცია, რომელიც გრეტა გერვიგის ფილმში გაჟღერდა, მისი საშობაო, აკუსტიკური და დისკო ვერსიები.
გოსლინგმა და რონსონმა საშობაო ვერსიაზე, რომელსაც Merry Kristmas Barbie („გილოცავ შობას, ბარბი“) დაარქვეს, კლიპიც კი გადაიღეს.