“ფორსაჟის” ვარსკვლავს, ვინ დიზელს ყოფილი ასისტენტი ქალი ასტა ჯონასონი სექსუალურ თავდასხმაში ადანაშაულებს. ჯონასონმა ყოფილი დამსაქმებლის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
ქალის მტკიცებით, შემთხვევა 2010 წელს, ატლანტაში, ფორსაჟი 5-ის გადაღებებისას, სასტუმროს ნომერში მოხდა.
როგორც ჯონასონის საჩივარში წერია, მსახიობმა იგი საძინებელში შეიყვანა, ქალმა სექსზე უარი უთხრა და შემოსასვლელი კარისკენ გაემართა, მაგრამ დიზელი წამოეწია მკერდზე ხელი მოკიდა, ძალის გამოყენებით ცდილობდა მისთვის საცვალი გაეხადა, ჯონასონმა იყვირა და აბაზანისკენ გაიქცა. ამის შემდეგ მსახიობმა ასისტენტი კედელს მიაბრჯინა, ერეგირებული პენისისთვის ხელის მოკიდება აიძულა და მასტურბირება დაიწყო.
ბრალდებას გამოეხმაურა მსახიობის ადვოკატი და ოფიციალური წარმომადგენელი ბრაიან ფრიდმანი, რომელმაც თქვა, რომ ვინ დიზელი ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.