სკანდალური ანტისემიტური კომენტარებიდან ერთ წელზე მეტი ხნის შემდეგ კანიე უესტმა საჯაროდ ბოდიში მოიხადა.
ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე რეპერმა ებრაულად დაწერილი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც „გულწრფელად ბოდიშს უხდის ებრაულ საზოგადოებას“ თავისი სიტყვებისა და ქმედებისთვის.
იგი აგრძელებს; „ჩემი განზრახვა არ ყოფილა შეურაცხყოფა ან დამცირება. ღრმად ვნანობ ნებისმიერ ტკივილს, რაც შეიძლება გამოვიწვიე“.
2022 წლის ოქტომბერში, კანიე უესტმა, რომელსაც უკვე ოფიციალურად იე- ჰქვია, ანტისემიტური პოსტებით X-ზე (მაშინ ჯერ კიდევ Twitter) დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ამის გამო, მოკლე შეტყობინებების სერვისმა დაბლოკა მისი ანგარიში, ხოლო გერმანულმა სპორტული საქონლის მწარმოებელმა Adidas-მა და სხვა ბრენდებმა მუსიკოსთან თანამშრომლობა შეწყვიტეს. ორი თვის შემდეგ – 2022 წლის დეკემბრის დასაწყისში – მან სკანდალური ინტერვიუ მისცა ულტრამემარჯვენე შეთქმულების თეორეტიკოსს, და განაცხადა; „მე მიყვარს ნაცისტები“ და „მე მომწონს ჰიტლერი“. ამ ინტერვიუმაც რა საკვირველია, ასევე ფართო აღშფოთება გამოიწვია.
სრულიად გაუგებარია, რატომ იხდის ბოდიშს ის ახლა ანტისემიტური კომენტარებისთვის, ერთი წლის შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ ორ კვირაში კანიე უესტის ახალი ალბომის “Vultures” გამოშვება 2024 წლის 12 იანვარს იგეგმება.
შეგახსენებთ, 2020 წელს კანიე უესტის მაშინდელმა მეუღლემ კიმ კარდაშიანმა (43) ინსტაგრამზე ისაუბრა იმაზე, რომ მის ქმარს ბიპოლარული აშლილობა აწუხებს.
2021 წლის თებერვალში კარდაშიანმა განქორწინება მოითხოვა. ისინი ერთმანეთს 2012 წლიდან ხვდებოდნენ. წყვილს ოთხი შვილი ჰყავს.
მოამზადა – მიხეილ ხაჩიძემ, Fashiontime