ინგლისური „გარდიანი” მსოფლიოს წლის საუკეთესო 100 ფეხბურთელის გამოკითხვას 2012 წლიდან ატარებს და 2023 წელს პირველად მოხდა, რომ სამეულში არც ლეო მესია და არც კრიშტიანუ რონალდუ.
არგენტინელისა და პორტუგალიელის გარდა კიდევ არის ოთხი ვარსკვლავი, რომელიც ასეულში ყველა გამოკითხვაში მოხვდა. ესენი არიან: რობერტ ლევანდოვსკი, ლუკა მოდრიჩი, ქარიმ ბენზემა და ტონი კროოსი. აქამდე სიაში იყო ნეიმარიც, მაგრამ ბრაზილიელი წლეულს მის მიღმა დარჩა.
„გარდიანის” გამოკითხვას მეხუთე გამარჯვებული ჰყავს – ერლინგ ჰოლანდი. მანამდე ბრიტანული ტაბლოდის გამოკითხვა მესის, რონალდუს, მოდრიჩსა და ლევანდოვსკის მოუგიათ.
ინგლისური გაზეთის მიერ შერჩეული 218 ჟიურის წევრიდან 147-მა პირველ ადგილზე ნორვეგიელი დაასახელა, რომელმაც მეორე ადგილზე გასულ ჯუდ ბელინგემს 900-ზე მეტი ქულით გაასწრო.
„გარდიანის” წლევანდელ სიაში ყველაზე მეტი, 12 ფეხბურთელი მანჩესტერ სიტიდან არის, მეორეზე რეალია – 11.
ნაპოლის ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია მე-12 ადგილზეა.
„ნეაპოლში დიეგო მარადონას მსგავსად არავის არასდროს გააღმერთებენ, მაგრამ გაისეირნეთ ესპანურ კვარტალში და ნახავთ, რომ კედლებზე სავარაუდოდ მეტი კვარაცხელია ხატია, ვიდრე 2023 წლის ჩემპიონი გუნდის ნებისმიერი სხვა ფეხბურთელი. ქალაქში, რომელიც თავს ყოველთვის აუტსაიდერად მიიჩნევდა ბათუმის დინამოსგან სულ რაღაც 10 მილიონ ევროდ ნაყიდი ქართული ფეხბურთელის მოკრძალებულმა ისტორიამ და პირველივე დღიდან გამოვლენილმა თამამმა კრეატიულობამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა. თორმეტმა გოლმა და ათმა საგოლე პასმა დანარჩენი იტალიაც აიძულა მისთვის ყურადღება მიეპყრო და „კვარადონა” სერია ა-ს გასული სეზონის საუკეთესოდ დაასახელეს. კვარა „ოქროს ბურთის” მოკლე სიაშიც მოხვდა“, – ასე ახასიათებს ხვარაცხელიას „გარდიანი”.