ჰიპ ჰოპ არტისტი, მაიკლ სანტიაგო რენდერი, სასცენო სახელით Killer Mike, ლოს ანჯელესში გრემის დაჯილდოების ცერემონიაზე 3 კატეგორიაში გამარჯვების შემდეგ დააკავეს. ამის შესახებ ამერიკული მედია წერს.
გავრცელებულ ვიდეო-მასალაში ჩანს, რომ მაიკი ლოს ანჯელესის პოლიციას Crypto.com Arena-დან ხელბორკილებით გაჰყავთ. როგორც ირკვევა, ის დარბაზში მომხდარი შელაპარაკების შედეგად დააკავეს, რამდენიმე საათში კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
რეპერის სასამართლო პროცესი 29 თებერვალს გაიმართება.