სტრუქტურირებული კოსტიუმები, გამოყვანილი წელი, არქიტექტურული სილუეტები, ელეგანტურობისა და გრაციოზულობის ნაზავი, ეს სწორედ ის დეტალებია, რომლებსაც საერთაშორისოდ აღიარებული ქართველი დიზაინერი დევიდ კომას კოლექციების დათვალიერების დროს ვაწყდებით. სწორედ ამიტომ, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველმა დიზაინერმა საკუთარი საქმიანობით მოდის კოლექტიურ მეხსიერებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა.
დიზაინერს იზიდავს კონცეფციის სრუყოფილება, გლამური და ბრწყინვალება. კომას კოლექციებში წლების გასვლის შემდეგაც კი კონკრეტული დეტალები უცვლელი რჩება, კომფორტის ახალი ელემენტების შერწყმით და უფრო გამარტივებული მინიმალისტური სილუეტების ხაზგასმით დიზაინერი დახვეწილ და პერფექციონისტულ ნამუშევრებს გვთავაზობს.
დევიდ კომამ ბრენდის 2024 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია წარადგინა.