ფრანგ დიზაინერს სიმონ პორტ ჟაკმუსსა და მის მეუღლეს, მარკო მაესტრის ტყუპები შეეძინათ. წყვილმა საზოგადოებას სიახლე სოციალური მედიის საშუალებით ამცნო:
„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამ სამყაროში ჩვენო სიყვარულებო, ჩვენი ოცნება ახდა, ძალიან ბედნიერები ვართ”. – როგორც ინსტაგრამზე გავრცელებული ფოტოდან ჩანს წყვილმა ბავშვებს მია და სანი დაარქვეს.
შეგახსენებთ, რომ მარკი და სიმონი 2021 წლის 6 ივნისს დაინიშნნენ. წყვილს რომანტიკული ურთიერთობა 2018 წლიდან აკავშირებდა, მრავალწლიანი თანაცხოვრება კი 2022 წლის 27 აგვისტოს, გრანდიოზული ქორწილით დააგვირგვინეს.
წყარო: okmagazine