მეგან მარკლი ბრენდს აფუძნებს – პირველი პროდუქტი მარწყვის ჯემია. სასექსის ჰერცოგინიამ, პრინც ჰარის ცოლმა, ბიზნეს საქმიანობა ახლახან წამოიწყო. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხაზი ნატურალური პროდუქციის წარმოებაზე იქნება ორიენტირებული.
კომპანიის სახელია Riviera Orchard. ის ოპერირებას ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაიწყებს. მარკლი ამის შესახებ საჯაროდ ჯერჯერობით არ საუბრობს, თუმცა ცნობილია, რომ მენეჯმენტში, დიზაინსა და წარმოებაში ის სრულად იღებს მონაწილეობას.
ბრენდის გაფორმებაში ჰერცოგინია დიზაინერ ტრეისი რობინსთან თანამშრომლობს. მარწყვის ჯემის ფოტო ინსტაგრამ გვერდზე სწორედ მან გაასაჯაროვა. შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის დატოვების შემდეგ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი კალიფორნიაში ცხოვრობენ.
პროდუქციის ღირებულება ამ ეტაპზე უცნობია. სხვადასხვა მედიასაშუალების ინფორმაციით, ჯემის პირველი 50 ქილა სხვადასხვა ორგანიზაციაში, მათთან აქტიური თანამშრომლობის მიზნით, უკვე გაიგზავნა.