რიანასთვის იმიჯის მთავარი განმსაზღვრელი დეტალი ყოველთვის ვარცხნილობა იყო. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ვარსკვლავმა ისიც კი აღნიშნა, რომ სწორედ თმა გამოხატავდა მისი, როგორც ვარსკვლავის სხვადასხვა ეპოქას.
ბოლოდროინდელი მრავალი შთამბეჭდავი საჯარო გამოჩენის შემდეგ, რიანამ თაყვანისმცემლებს სიახლე შესთავაზა და Fenty Beauty-ის ახალი ხაზი – Fenty Hair წარადგინა. როგორც რიანა აღნიშნავს, პროდუქტები ყველა ტიპის თმის მოვლის, აღდგენის, გაჯანსაღებისა და დაცვისთვის შეიქმნა. Fenty Hair-ის პირველ კოლექცია 13 ივნისს გამოვა.