ლედი გაგამ ორსულობის შესახებ გავრცელებულ ჭორს ტიკ-ტოკ ვიდეოთი უპასუხა. ვიდეოში პოპვარსკვლავი სპორტულ დარბაზში იმყოფება.
„არ ვარ ორსულად, უბრალოდ სპორტდარბაზში სიარული მეზარება“ – ამბობს 38 წლის ვარსკვლავი.
ლედი გაგას ორსულობის შესახებ ჭორი გასულ პარასკევს დაიწყო, როდესაც ლედი გაგა თავისი დის, ნატალი გერმანოტას მიერ მოწყობილ ვახშამს დაესწრო. პოპვარსკვლავს მოკლემკლავიანი კაბა ეცვა და პაპარაცების თქმით, მუცლის დამალვას საეჭვოდ ცდილობდა. 38 წლის გაგა ამჟამად 46 წლის პოლანსკიზეა დანიშნული.