Gucci-ს მამაკაცის ახალი კოლექციის ჩვენება 17 ივნისს Triennale Milano-ს მუზეუმში გაიმართება. ჩვენება მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში არის დაგეგმილი, რომელიც 14-დნ 18 ივნისის ჩათვლით ჩატარდება.
აღსანიშნავია, რომ Gucci-ს ბოლო კოლექციის ჩვენებასაც მუზეუმმა უმასპინძლა. საბატო დე სარნოს კრეატიული დირექტორობით შექმნილი 2025 წლის კრუიზული კოლექცია მაისში Tate Modern-ის სივრცეში იყო წარმოდგენილი.