Vogue World-მა პარიზის ქუჩები პოდიუმად გადააქცია, რომელზეც ვარსკვლავებმა გაიარეს.
BBC-ის ინფორმაციით, ღონისძიება ფრანგული მოდის 100 წლის იუბილესადმი იყო მიძღვნილი. ჩვენება ისტორიულ ვანდომის მოედანზე გაიმართა.
ჩვენებაში მონაწილეობა მიიღო 150-ზე მეტმა მოდელმა და 188 სპორტსმენმა.