არასდროს მიფიქრია, რომ რადგან მსახიობი ვარ, მაგალითად, კოხტად უნდა ჩავიცვა, თითოეული სიტყვა უნდა ავწონ-დავწონო, – განაცხადა მსახიობმა ეთერ ჩავლელიშვილმა ჟურნალ OK!–თან.
„არის შეხედულება, თითქოს მსახიობს საზოგადოებაში გარკვეული ქცევის წესები მოეთხოვება. მართალი გითხრათ, სულ არ მაინტერესებს, ვინ როგორ მიყურებს, როგორიც ვიყავი ადრე, ისეთი ვარ დღესაც, არაფერი არ მცვლის, რაც ძალიან მახარებს. ყველა ადამიანი თანასწორია. თუ დღეს რაღაც წარმატება გხვდა წილად და კიბის მაღალ საფეხურზე ახვედი, ხვალ შეიძლება ფსკერზე დაეშვა. ამიტომ არაფრით არ უნდა ვიყელყელაოთ, არ უნდა მივიჩნიოთ, რომ ვინმეზე მაღლა ვდგავართ.
მართლა არაფერი არ ხარ ადამიანი, ჭიანჭველა ხარ… არასდროს მიფიქრია, რომ რადგან მსახიობი ვარ, მაგალითად, კოხტად უნდა ჩავიცვა, თითოეული სიტყვა უნდა ავწონ-დავწონო. თუ მინდა, დახეულითაც ვივლი და რაც მომინდება, იმას ვიტყვი.
მაგალითად, ვამბობ, რომ „არა რუსულ კანონს“, მაგრამ თუ ამის თქმას ვინმე სხვა მომთხოვს, რა თქმა უნდა, არ ვიტყვი. მე მსახიობი იმიტომ კი არ ვარ, რომ ხალხი ითხოვს, მე მსიამოვნებს და იმიტომ ვარ. შეიძლება არ არის სწორი ეს აზრი, მაგრამ ასე ვფიქრობ და რასაც ვფიქრობ, ყოველთვის იმას ვამბობ ხოლმე“, – ამბობს მსახიობი ჟურნალ OK!-თან ინტერვიუში.
ინტერვიუს წაკითხვა ვრცლად ჟურნალ OK!-ში შეგიძლიათ.
ფოტო – OK!