ამერიკის მოდის დიზაინერთა საბჭომ ყოველწლიური დაჯილდოება გამართა. ცერემონიის მსვლელობისას CFDA-ს ჟიურიმ მოდის ინდუსტრიის პროფესიონალები სხვადასხვა კატეგორიაში გამოავლინა.
საღამოს ერთ-ერთი მთავარი გმირი Schiaparelli-ს დენიელ როუზბერი გახდა, რომელიც საბჭომ საუკეთესო საერთაშორისო დიზაინერად დაასახელა.
39 წლის ამერიკელი როუზბერი Schiaparelli-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელის პოზიციას 2019 წლიდან იკავებს.