LIGHT BEAUTY – ადგილი თქვენი კომფორტისთვის

LIGHT BEAUTY – ადგილი თქვენი კომფორტისთვის

თბილისს კიდევ ერთი სილამაზის ცენტრი LIGHT BEAUTY შეემატა, რომელიც რამდენიმე დღის წინ, წითელი ხალიჩის, ფოიერვერკის და ტორტის თანხლებით გაიხსნა. სალონის პრეზენტაციაზე მოსულ სტუმრებს კი საოცრად თბილი, ლამაზი და კომფორტული გარემო დახვდათ.

LIGHT BEAUTY-ის დამფუძნებელი, მომღერალი ბექა ბროლაძე ამბობს, რომ ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც მათ ესტუმრებათ, თავს ისე იგრძნობს როგორც საკუთარ სახლში.

აღსანიშნავია, რომ სრულ კომფორტთან ერთად, თქვენ მოგემსახურებათ პროფესიონალები და თუ გინდათ, რომ განსხვავებულად ლამაზი, მოვლილი ფრჩხილები გქონდეთ, შეიტანოთ საკუთარ გარეგნობაში სიახლეები, აუცილებლად უნდა ესტუმროთ LIGHT BEAUTY-ს, რომელიც მდებარეობს ალექსანდრე ყაზბეგის 11 ნომერში.

„გარდა იმისა, რომ ჩვენთან მოსული სტუმარი აღმოჩნდება ოჯახურ გარემოში და თავსიგრძნობენ კომფორტულად, მეამაყება რომ ჩვენთან მუშაობენ პროფესიონალთა გუნდი, რომელიც ორიენტირებულია მხოლოდ ხარისხზე. რაც შეეხება სიახლება, ესეც სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ექსკლუზიურად შემოვიტანეთ ფრანგული ბრენდი – ბიუტიქსი, რომელიც გამოირჩევა ანტიალერგიულობით და არის უმაღლესი ხარისხის მასალით დამზადებული გელ ლაქი“, – გვითხრა ბექა ბროლაძემ.