52 წლის მსახიობმა დაამშვენა გამოცემის ყდა და Prada-ს, Stella McCartney-ისა და Gabriela Hearst-ის ქავერ-სთირებში გამოჩნდა.
დიასი კინოს 10 წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. ცოტა ხნის წინ შედგა მსახიობისთვის სიმბოლური სახელწოდებით ფილმის “დაბრუნება ბიზნესში” პრემიერა, რომელშიც მან მთავარი როლი შეასრულა.
გამოცემასთან ინტერვიუში მან ისაუბრა ბავშვების აღზრდაზე და აღიარა, რომ ფილმში დაბრუნებაზე არ უფიქრია.
„მეგონა, რომ ეს ყველაფერი დავტოვე, რათა თავი მიმეძღვნა ჩემი ოჯახისთვის. მე ვარ ერთ-ერთი იმ დედათაგანი, ვინც სტილს სწირავს კომფორტისთვის”, – თქვა ვარსკვლავმა. — დღის თითქმის 90%-ს შვილებთან ერთად იატაკზე ვატარებ. საბედნიეროდ, ჩვენი სახლი ძალიან სუფთაა. ჩვენ გვაქვს მკაცრი პოლიტიკა სახლში ფეხსაცმლის გარეშე”, – ამბობს დიასი.