Versace-ს ახალი კრეატიული დირექტორი ჰყავს – ვინ არის დარიო ვიტალე?

Versace-ს ახალი კრეატიული დირექტორი ჰყავს – ვინ არის დარიო ვიტალე?

დარიო ვიტალე – Versace-ის ახალი კრეატიული დირექტორია, – ამის შესახებ ინფორმაციას WWD ავრცელებს.

მანამდე ის Miu Miu-ის დიზაინის დირექტორის პოზიციას იკავებდა.

„ჩემთვის დიდი პატივია გავხდე Versace-ის კრეატიული დირექტორი და გავმხდარიყავი ამ განსაკუთრებული და ძლიერი მოდის სახლის ნაწილი, რომელიც ჯანი და დონატელა ვერსაჩემ შექმნეს. Versace არის ბრენდი უნიკალური მემკვიდრეობით, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ყალიბდებოდა და მოდის ისტორიას ქმნიდა“, – განაცხადა ვიტალემ.

ვიტალემ მადლობა გადაუხადა ნდობისთვის და ერთგულებისთვის დონატელა ვერსაჩეს.

„ეს დიდი პრივილეგიაა – შევიტანო ჩემი წვლილი ბრენდის მომავალ განვითარებაში“, – განაცხადა ვიტალემ.

ცნობისთვის, ვიტალემ Istituto Marangoni 2006 წელს დაამთავრა. მან კარიერა Dsquared2-ში დაიწყო, შემდეგ კი Bottega Veneta-ში, თომას მაიერის ხელმძღვანელობით. 2010 წელს შეუერთდა Miu Miu-ს დიზაინერად და მუშაობდა მიუჩია პრადასა და ფაბიო ზამბერნარდის გუნდში. 2023 წელს, როდესაც ზამბერნარდიმ დიზაინის დირექტორის პოსტი დატოვა, მისი ადგილი ვიტალემ დაიკავა. თუმცა, ამ პოზიციაზე დიდხანს არ დარჩენილა – 2025 წლის იანვარში Prada Group-იდან წავიდა.