„ფასი არაფერს ნიშნავს, თუ არ გაქვს სტილი“, – ამბობს დიზაინერი ჯორჯო არმანი, რომელიც ყველას ეუბნება, რომ სტილის ყიდვა შეუძლებელია და რომ ის ჩვენი ხასიათიდან, ინდივიდუალური მახასიათებლებიდან იბადება.
ჯორჯო არმანი ელეგანტურობის მთავარ გასაღებად სიმარტივეს მიიჩნევს.
„დღეს ბუნებრიობაა მოდაში. ყველაზე ელეგანტური ადამიანები ისე გამოიყურებიან, თითქოს საკუთარი გარდერობისთვის არანაირ ძალისხმევას არ ხარჯავენ“. – ამბობს დიზაინერი.
ჯორჯო არმანისთვის შავი განსაკუთრებით საყვარელი ფერია. ის ამბობს: „დაიმახსოვრე: შავ ფერს ყოველთვის აქვს ძალა.“
ყველაზე მთავარი კი არმანისთვის არის სიმარტივე, რომელიც პომპეზურ ნივთებზე არანაკლებ შთამბეჭდავია.
„სტილი ის არის, რაც გაძლევს თავდაჯერებულობას და არაფერს ამტკიცებს – უბრალოდ შენ ხარ.“ – ამბობს დიზაინერი.