როდის უნდა დავლიოთ წყალი და რატომ?

როდის უნდა დავლიოთ წყალი და რატომ?

სხეულის ყველა უჯრედი საჭიროებს წყალს.

წყალი გადამწყვეტია საჭმლის მონელების, გულის, ფილტვებისა და ტვინის ფუნქციონირებისთვის.

მნიშვნელოვანია დალიოთ წყალი მთელი დღის განმავლობაში.

საუკეთესო დრო წყლის მისაღებად

გაღვიძებისას

  • ღამით ხდება ორგანიზმის დეჰიდრატაცია. დალიეთ ერთიდან ორ ჭიქამდე წყალი. მნიშვნელოვანია წყლის მიღება ყავის დალევამდე.

საკვების მიღების წინ

  • შიმშილის დასარეგულირებლად, ერთი ჭიქა წყალი ჭამის წინ შეიძლება დაგეხმაროთ. წყალმა შესაძლოა როლი შეასრულოს წონის მართვაში.

ბოჭკოვანი საკვების მიღებისას

  • წყლის დალევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბოჭკოვანი საკვების მიღებისას. ბოჭკო შთანთქავს წყალს, რაც აუმჯობესებს მონელებას. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ჰიდრატაცია.

დაღლილობისას

  • შუადღისას შეიძლება იგრძნოთ ენერგიის შემცირება. ეს ხშირად იწვევს ბევრი ყავის მოხმარებას. ბევრმა ყავამ კი შეიძლება შეაფერხოს ძილი. კვლევის თანახმად, დაძინებამდე ექვსი საათით ადრე კოფეინის დალევაც კი არღვევს ძილს.

თავის ტკივილისას

  • თავის ტკივილი შეიძლება იყოს დეჰიდრატაციის სიმპტომი. დეჰიდრატაციამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს შაკიკის შეტევები. შაკიკით დაავადებულთათვის, წყლის მოხმარების გაზრდამ შეიძლება ხელი შეუწყოს შაკიკის სიმძიმის, სიხშირისა და ხანგრძლივობის შემცირებას.

ფიზიკური დატვირთვის შემდეგ

  • ვარჯიშისას დალიეთ ჭიქა წყალი დაახლოებით 30 წუთით ადრე შემდეგ დარწმუნდით, რომ კარგად დატენიანდით ვარჯიშის დასრულების შემდეგ. ვარჯიშსა და წყლის დალევას შორის რეკომენდებულია 30 წუთიანი შუალედი.

მასალა გამოქვეყნებულია საიტზე mkurnali.ge