Dior-ს ახალი კრეატიული დირექტორი ჰყავს. ჯონათან ანდერსონი – ჩრდილოეთ ირლანდიელი დიზაინერია, რომელიც უხელმძღვანელებს როგორც ქალთა, ასევე კაცთა კოლექციების შექმნას.
40 წლის დიზაინერმა აღნიშნა, რომ ამ თანამდებობაზე დანიშვნა მისთვის „უდიდესი პატივია“.
ის, ცნობილია თავისი ინოვაციური სტილით. თავისი კარიერის განმავლობაში მან არაერთი დასამახსოვრებელი დიზაინი შექმნა, მათ შორის რიანას სამოსი, რომელიც მას 2023 წელს სუპერ ბოულზე ეცვა და არიან გრანდეს კაბა 2024 წლის მეტ გალაზე.