37 წლის მომღერალს Jessie J-ს მკერდის სიმსივნე დაუდგინდა, – ამის შესახებ ინფორმაცია მომღერალმა თავად გაავრცელა.
Jessie J-მ თაყვანისმცემლებს დიაგნოზის შესახებ Instagram-ზე გამოქვეყნებული ვიდეოთი აცნობა და დაწერა, რომ ექიმებმა დაავადება ადრეულ ფაზაში აღმოაჩინეს.
„ბოლო თვეების განმავლობაში უამრავი ტესტი გამიკეთეს. კიბო ნებისმიერ ფორმაში საშინელებაა, მაგრამ მე მანუგეშებს სიტყვა „ადრეული“, – თქვა მომღერალმა.
ამასთან, მომღერალმა იხუმრა, რომ „ეს მკერდის პლასტიკის გაკეთების დრამატული გზაა“.