„ჩვენო ლამაზო გოგო!“- მეგან მარკლმა პრინცესა ლილიბეტის ახალი ფოტო გამოაქვეყნა

„ჩვენო ლამაზო გოგო!“- მეგან მარკლმა პრინცესა ლილიბეტის ახალი ფოტო გამოაქვეყნა

სასექსის ჰერცოგინიამ თავისი ქალიშვილის, პრინცესა ლილიბეტის მეოთხე დაბადების დღის აღსანიშნავად მისი ახალი ფოტო გამოაქვეყნა.

მეგანმა Instagram-ზე დაწერა:

„დაბადების დღეს გილოცავთ, ჩვენო ლამაზო გოგო! ის ჩვენს ცხოვრებაში 4 წლის წინ მოვიდა და მას შემდეგ ყოველი დღე მის გამო უფრო კაშკაშა და უკეთესია“.

პრინცესა ლილიბეტი მეგან მარკლისა და პრინც ჰარის მეორე შვილია. წყვილს ასევე ჰყავს უფროსი ვაჟი არჩი.