დემნა გვასალიას ბოლო pret-a-porter კოლექცია Balenciaga-სთვის კრუიზულ სეზონს დაემთხვა.
სპეციალურად ამ კოლექციისთვის დიზაინერმა მიმართა 2000-იანი წლების პოპ-დივას, ბრიტნი სპირსს, თხოვნით შეედგინა საკუთარი უდიდესი ჰიტებისა და იმ სიმღერებისგან დაკომპილირებული ფლეილისტი, რომლებმაც შთააგონა იგი.
ასე რომ, Resort 2026 კოლექციას თან ახლდა საუნდტრეკი და ფლეილისტი Apple Music-სა და Spotify-ზე ტანსაცმლისა და აქსესუარების ლიმიტირებულ კოლექციას თან ახლდა.
რა აქვთ საერთო ბრიტნისა და დემნას Balenciaga-ს? „ისინი განსაზღვრავენ დროს“, — პასუხობს Vogue Runway-ს რედაქტორი, ხოსე კრილეს-უნსუეტა.
თავად ბრიტნიმ ასე შეაფასა ეს კოლაბორაცია: „მე ყოველთვის მიყვარდა მოდა, და ჩემთვის დიდი პატივი და სიხარული იყო, რომ Balenciaga-მ და დემნამ გადაწყვიტეს ჩემი ჩართვა მის ბოლო კოლექციაში.“