ვერა ვონგს 76 წელი შეუსრულდა. დიზაინერმა დაბადების დღის აღსანიშნავი წვეულება მოაწყო და მოდის ინდუსტრიის გავლენიანი სახეები დაპატიჟა. სტუმართა შორის ქართველი დიზაინერი, გურამ გვასალიაც იმყოფებოდა.
იუბილარმა ახალი ფოტოები სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„რატომ არ ბერდება? ვერა ვონგი“, – ეს ის საკითხია, რომელიც დიდი ხანია, რაც საერთაშორისო მედიის განხილვის საგნად იქცა.
თავად დიზაინერი ხუმრობით ამბობს, რომ მისი უბერებელი სილამაზის საიდუმლო არყის კოქტეილებში, სწრაფ კვებაში და ნაკლებ მზის სხივებშია.
ვონგი მიიჩნევს, რომ ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად საუკეთესო საშუალება იმის კეთებაა, რაც სიამოვნებას განიჭებს და გიყვარს. ჯანსაღი ძილი ვონგისთვის მთავარი პრიორიტეტია.
გამოცემა „ფეიჯ სიქსთან“ ინტერვიუში ის ასეთ სიტყვებს ამბობს:
„თუ ღამის განმავლობაში 8 საათი არ მძინავს, თავს ცუდად ვგრძნობ. გონებამ და თვალებმა უნდა დაისვენოს, რათა მომდევნო დღეს ფუნქციონირება შეძლოს. ძილის რეჟიმს ადამიანები სათანადო ყურადღებას არ აქცევენ, რაც შემდგომში არაერთი პრობლემის მიზეზი ხდება“.
დიზაინერს თავისუფალ დროს ველოსიპედით სეირნობა და გოლფის თამაში უყვარს. ვონგის თქმით, მართალია, საშინელი მოთამაშეა, მაგრამ ამას ყურადღებას არ აქცევს.