ქართველი სუპერმოდელი მატილდა გვარლინი მსოფლიო მოდის ყურადღების ცენტრში ისევ მოექცა — ამჯერად Saint Laurent-ის 2026 წლის კრუიზ კოლექციის კამპანიის ერთ-ერთი მთავარი სახეა.
ფრანგული მოდის სახლის ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის გამორჩეულ ჟესტს, მინიმალისტურ ელეგანტურობასა და მშვენიერებას, რომელმაც მატილდა წლების განმავლობაში საერთაშორისო სცენაზე გამოარჩია.

აღსანიშნავია, რომ კამპანიაში რამდენიმე სახეა წარმოდგენილი — ბრენდის თანამედროვე სტრატეგიის ნაწილი, რომელიც ინდივიდუალურობასა და იდენტობას უსვამს ხაზს.
სწორედ ამიტომ მატილდას არჩევა განსაკუთრებით პრესტიჟულია: ის არა უბრალოდ მოდელი, არამედ ბრენდის სილუეტის მატარებელი ხდება.
მისი მკაცრი მზერა, სხეულის გრაფიკული ხაზები და საოცარი ბუნებრივი თავდაჯერებულობა ქმნის იმ ენერგიას, რომლითაც Saint Laurent სამყაროს ახალ სეზონს აცნობს.
მატილდა გვარლინის მონაწილეობა ამ კამპანიაში ქართული მოდისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა.
ის წარმოაჩენს, რომ ქართული მოდის ინდუსტრია უკვე დიდი ხანია მსოფლიოს რუკაზე ღირსეულად დგას და ტალანტები, როგორიც მატილდაა, საერთაშორისო ბრენდებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და ძლიერი არჩევანია.
ინფორმაციას beaumonde.ge ავრცელებს


