10-11 იანვარს საქართველოში World Rising Stars 2026 გაიმართება

10-11 იანვარს საქართველოში World Rising Stars 2026 გაიმართება

საერთაშორისო სილამაზის, ნიჭისა და მოდის დაჯილდოების ფესტივალი და მოდის კვირეული World Rising Stars 2026 უკვე მერვე წელია, რაც სამოდელო სააგენტო „კატრნის“ ხელმძღვანელობით საქართველოში იმართება.

აღსანიშნავია, რომ პროექტი ყოველ წელს უფროდაუფრო მასშტაბური, პოპულარული და, რეიტინგული ხდება, რადგან სწორედ ფესტივალის ფარგლებში საქართველოს სტუმრობს მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყანა. რაც ტურიზმის სფეროსთვის განსაკუთრებულად მიმზიდველი და შთამბეჭდავია.

„საქართველოში ტარდება საერთაშორისო პროექტი World Rising Stars 2026. ეს გახლავთ საერთაშორისო სილამაზის, ნიჭისა და მოდის დაჯილდოების ფესტივალი და მოდის კვირეული, რომელიც გაიმართება 8–იდან 13 იანვარის ჩათვლიღ. ჩვენ ვმასპინძლობთ 200-ზე მეტ სტუმარს მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნიდან.

რაც შეეხება პროგრამას, ის ძალიან მრავალფეროვანია. მოიცავს სხვადასხვა საინტერესო ტურებსა და აქტივობებს, მათ შორის:

 1. მეგობრობის საღამო

 2. ჟიურის წევრებთან ინტერვიუები

 3. ეროვნული კოსტიუმების ტური

 4. ექსკურსია

 5. ფოტოსესია

და სხვა მრავალი ღონისძიება. 10 იანვარს, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული 17 წარმატებული დიზაინერი მიიღებს მონაწილეობას International Fashion Week – WRS 2026-ში, რომელიც გაიმართება ისტორიულ სივრცეში — Arcadia Georgia Palace, თბილისში“, – განაცხადა სამოდელო სააგენტო „კატრინის“ დამფუძნებელმა ეკატერინე მგალობლიშვილმა.

მისივე თქით, 11 იანვარს, ვახტანგ სარალიძის საკონცერტო დარბაზში გაიმართება გრანდ ფინალი, სადაც 70 მონაწილე დაჯილდოვდება გვირგვინებით, ლენტებით, დიპლომებითა და სხვა პრიზებით.

„გრანდ ფინალზე მონაწილეებთან ერთად ასევე დაჯილდოვდებიან კომპანიები და გამორჩეული პიროვნებები. სპეციალური სტუმარი: მის ანა 2016 წლის ნოემბერში მის ანამ, Miss Model of the World საერთაშორისო ორგანიზაციის აღმასრულებელმა თავმჯდომარემ და კონკურსის ერთადერთმა ლეგიტიმურმა ბრენდის მემკვიდრემ, ბატონ სუჰა ალფაილისგან გადაიბარა Miss Model of the World კონკურსი და გახდა ორგანიზაციის ახალი თავმჯდომარე, სრულად გადაიბარა კონკურსთან დაკავშირებული ყველა უფლება და საქმიანობა.

გარდა ამისა, მის ანა არის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე შემდეგი კომპანიებისა და ორგანიზაციების:

 • Dubai Miss Model of the World Fashion Organizing Co., Ltd

 • Miss Model of the World International Organization (Hong Kong) Co., Ltd

 • Miss Model of the World International Organization (Malaysia) Co., Ltd

 • Zhongyi International (Hong Kong) Group Co., Ltd

 • Zhongyi International (Macao) Group Co., Ltd

 • Zhongyi Anna (Shenzhen) Culture Co., Ltd

კომპანიები Zhongyi International Media Group Co., Ltd და Zhongyi Anna (Shenzhen) Culture Co., Ltd პასუხისმგებელნი არიან Miss Model of the World ჩინური და საერთაშორისო გრანდ ფინალების ორგანიზებაზე, რომლებიც წარმატებით ტარდება ჩინეთში უკვე 15 წელია. ამ კონკურსმა უამრავ მონაწილეს გაუხსნა გზა საერთაშორისო მოდის სცენაზე.

ჩინეთსა და მონაწილე ქვეყნებში მედიის ფართო გაშუქების შედეგად, კონკურსმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა და დიდი გამოხმაურება ჰპოვა საერთაშორისო მოდის კულტურაში“, – განაცხადა ეკატერინე მგალობლიშვილმა.