ბრენდ ნიკოლასმა 2026/2027 წლის შემოდგომა–ზამთრის კოლექცია წარადგინა

ბრენდ ნიკოლასმა 2026/2027 წლის შემოდგომა–ზამთრის კოლექცია წარადგინა

მოდის სამყაროში კიდევ ერთი გამორჩეული საღამო შედგა — ბრენდ ნიკოლასის 2026/2027 წლის შემოდგომა–ზამთრის კოლექციის ჩვენება LoveBar-ში წარმატებით გაიმართა.

წარმოდგენამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ბრენდის უნიკალურ ხედვას, დახვეწილ სტილსა და თანამედროვე ესთეტიკას.

30 ლუქისგან შემდგარი ახალი კოლექცია აერთიანებს კლასიკურ სილუეტებსა და ავანგარდულ დეტალებს, სადაც განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ტექსტურებზე, ფერთა ღრმა პალიტრასა და ზამთრისთვის დამახასიათებელ კომფორტულ, თუმცა ელეგანტურ ფორმებზე.

კოლექციაში დომინირებს მუქი ტონები, მკვეთრი ხაზები და დეტალები, რომლებიც ძალასა და ინდივიდუალობას უსვამს ხაზს.

ჩვენება გამოირჩეოდა მინიმალისტური, მაგრამ ეფექტური სცენოგრაფიით, რამაც კოლექციის განწყობა კიდევ უფრო გაამძაფრა.

მოწვეული სტუმრების შეფასებით, ბრენდ ნიკოლასმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ თანამედროვე მოდაში საკუთარ მყარ ადგილს იკავებს და ყოველ სეზონზე ახალ სტანდარტებს ქმნის.

2026/2027 წლის შემოდგომა–ზამთრის კოლექცია არის სიმტკიცის, სტილისა და თანამედროვე ადამიანის ხასიათის შთამბეჭდავი ინტერპრეტაცია.

,,ჩვენების მეორე დილას, სხვა რეალობაში გავიღვიძე. ეს კოლექცია ყველაზე კარგად გამოხატავს ჩემს ხასიათს. ბედნიერი ვარ, რადგან ეს საღამო ნამდვილად შედგა და საზოგადოების დიდი მოწონებაც დაიმსახურა”, – განაცხადა დიზაინერმა ნიკოლოზ ქანთარიამ.