რონალდუმ სანაკრებო კარიერა დაასრულა

რონალდუმ სანაკრებო კარიერა დაასრულა

პორტუგალიის ნაკრების ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, კრიშტიანო რონალდომ სანაკრებო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ 41 წლის ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში განაცხადა.

„დადგა დრო, გზა მომავალ თაობას დავუთმო. ეს მარტივი გადაწყვეტილება არ ყოფილა“, – განაცხადა რონალდომ და აღნიშნა, რომ პორტუგალიის ნაკრების შვიდნომრიან მაისურს ნოემბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ დაემშვიდობება.

კრიშტიანუ რონალდომ პორტუგალიის ნაკრების მაისურით 234 მატჩი ჩაატარა და 146 გოლი გაიტანა.

პორტუგალიელი ფეხბურთელი სანაკრებო დონეზე ჩატარებული მატჩებისა და გოლების რაოდენობით ყველა დროის რეკორდს ფლობს.

რონალდო პორტუგალიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონი (2016) და ორგზის უეფას ერთა ლიგის გამარჯვებულია (2019, 2025).