დიდი ბრიტანეთის პრინცი უილიამი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.
პრინცმა აცრა ლონდონში, მეცნიერებათა მუზეუმში მოწყობილ ვაქცინაციის ცენტრში გაიკეთა.
ჯერჯერობით უცნობია, რომელი ვაქცინა გაიკეთა 38 წლის პრინცმა.
მოქმედი რეგულაციით, მას არჩევანის გაკეთება Pfizer-სა და AstraZeneca-ს ვაქცინებს შორის შეეძლო.