ამერიკემა პოპვარსკვლავმა ბრიტნის სპირსმა სასამართლოში მამისთვის მეურვეობის ჩამორთმევა მოითხოვა.
CNN-ის ინფორმაციით, 39 წლის მომღერალი სასამართლო პროცესზე ონლაინ-რეჟიმში ჩაერთო.
„მე ტრავმირებული და უბედური ვარ. საერთოდ არ მძინავს. 17 წლიდან ვმუშაობ და ძალიან დავიღალე. მინდა, რომ მეურვეობა დასრულდეს,“-განაცხადა სპირსმა.
ფსიქიკური ჯანმრთელობა პოპვარსკვლავს 2007 წელს შეერყა, მას შემდეგ, რაც ქმარს, კევინ ფედერლაინს დაშორდა. ამის შემდეგ მასზე მეურვეობა მამამ, ჯეიმს სპირსმა აიღო. მეურვეობა 13 წელია, გრძელდება.