სათხილამურო სეზონის დაწყებასთან ერთად Giorgio Armani-მ Neve-ს ხაზის ახალი კოლექცია წარმოადგინა, რომელიც après-ski-ს ესთეტიკით არის შთაგონებული.
კოლექციაში სათხილამურო კოსტიუმები და აქსესუარებია შესული. ახალ კოლექციას Giorgio Armani პოპ-აპებზე გამოიტანს, რომელიც ალპების სამთო-სათხილამურო კურორტებზე გაიხსნება.
პირველი მაღაზია უკვე გაიხსნა საფრანგეთის ალპების ულამაზეს კურორტ კურშეველში.