„ბალენსიაგას“ ტყავის ჩექმა, შავი ტოპი და პიკანტური იმიჯი – კარდაშიანმა ახალი ცხოვრება დაიწყო

„ბალენსიაგას“ ტყავის ჩექმა, შავი ტოპი და პიკანტური იმიჯი – კარდაშიანმა ახალი ცხოვრება დაიწყო

კიმ კარდაშიანმა და კანიე უესტმა განქორწინების პროცესი დაასრულეს. კარდაშიანი უესტისგან ყოველთვიურად ალიმენტის სახით, 200 000 დოლარს მიიღებს. კანიე ასევე სამედიცინო მომსახურების, განათლებისა და ბავშვების უსაფრთხოების ხარჯების ნახევარს დაფარავს.

განქორწინების დოკუმენტების მოწესრიგების შემდეგ კიმმა ახალი ცხოვრების დაწყება გადაწყვიტა და იმიჯიც შეიცვალა. რეალითი შოუს ვარსკვლავმა თმა კარამელისფერ ტონებში შეიღება, მისი ჩაცმულობის სტილიც უფრო პიკანტური გახდა.

დებთან ერთად წვეულებაზე მიმავალი ვარსკვლავი „ბალენსიაგას“ ტყავის ჩექმაში გადაიღეს. აღნიშნულ „ლუქს“ მან შავი ტოპი და ლურჯ და თეთრ ფერებში გადაწყვეტილი შარვალი შეუხამა.

Fotruna.ge